ახალი ამბები
საოპერაციოდ ამზადებენ მოზარდს, რომელიც სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა
FaceBook
ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლუკა კვიცარიძეს, რომელიც მეორე სართულიდან გადმოხტა იმერეთის რეგიოანალურ კლინიკაში  საოპერაციოდ ამზადებენ.


ექიმების თქმით, მოსწავლის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ის სტაბილურადაა.

''წვივის ძვლების მოტეხილობები აქვს და ახლა საოპერაციოდ ამზადებენ '', - ამბობს კლინიკის დირექტორი, ირაკლი გოგინავა.

14 წლის მოზარდი, დღეს მე-9 საჯარო სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა, თვითმხილველი მოსწავლეები ამბობენ , რომ მეექვსე გაკვეთილის გაცდენის მიზნით სამი მოსწავლე გადმოხტა ფანჯრიდან, თუმცა ორი გაიქცა.

სკოლის დირექტორის, სოფიკო ქუთათელაძის თქმით საგაკვეთილო პროცესი დასრულებული იყო და მოსწავლის გაკვეთილიდან გაპარვის ფაქტს გამორიცხავს. შსს-ში კი განმარტავენ, რომ მოსწავლე გაკვეთილიდან გაპარვას ცდილობდა და ამ მიზეზით მეორე სართულიდან გადმოხტა. 

მომხდარზე საქმე სსკ  124-ე მუხლით აღიძრა,  რაც ჯანმრთელობის განზრახ  დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე


ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოზარდები გადმოხტნენ

დირექტორის განმარტება ქუთაისის მე-9 სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

მე-9 სკოლის ფანჯრიდან მოზარდის გადმოხტომის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
Print