ახალი ამბები
მე-9 სკოლის ფანჯრიდან მოზარდის გადმოხტომის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანრჯიდან მეათე კლასელი ბიჭის  გადმოხტომის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.


მომხდარზე საქმე სსკ  124-ე მუხლით აღიძრა,  რაც ჯანმრთელობის განზრახ  დაზიანებას გულისხმობს.


შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდი გაკვეთილიდან გაპარვას ცდილობდა.


შემთხვევა ორი საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად მოზარდმა კოჭის მოტეხილობა მიიღო. იგი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.


როგორც სკოლაში ამბობენ, შენობის მეორე სართულიდან სულ სამი მოზარდი გადმოხტა, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი დაშავდა.


Print