პოლიტიკა
დირექტორის განმარტება ქუთაისის მე-9 სკოლაში მომხდარ ინციდენტზე
FaceBook

ქუთაისის მე-9 სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეათე კლასის მოსწავლე, რომელმაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად ფეხი მოიტეხა,  გაკვეთილიდან გაპარვას ცდილობდა.


მისი თქმით, ამ  დროს გაკვეთილი დასრულებული იყო.


„მეექვსე გაკვეთილი დასრულებული იყო უკვე, ზარიც დარეკილი იყო. თვითონაც არ იცის რატომ გადმოხტა. ცელქია, მაგრამ ძალიან კარგი მოსწავლეა.  მოგვიბოდიშა ყველას მანაც და მისმა მშობელმაც ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდით“,- ამბობს სკოლის დირექტორი.


განსხვავებული ინფორმაცია აქვთ მოზარდებს და სკოლის მანდატურს. მანდატურის თქმით, მოსწავლე ფანჯრიდან გაკვეთილიდან გაპარვის მიზნით გადმოხტა.  იგივეს ადასტურებენ სკოლის სხვა მოსწავლეები.

მოზარდები ასევე ამბობენ, რომ ფანჯრიდან სულ სამი მოსწავლე გადმოხტა, თუმცა, დაზიანება მხოლოდ ერთმა მიიღო.


იგივეს აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„გაკვეთილის გაცდენა უნდოდა,  გადმოხტა და ამ დროს ფეხი დაუზიანდა. მომხდარზე გამოძიება სსკ  124-ე მუხლით დაიწყო,  რაც ჯანმრთელობის განზრახ  დაზიანებას გულისხმობს“,- აცხადებენ შსს-ში.




ამავე თემაზე:

ქუთაისის საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულიდან მოზარდები გადმოხტნენ

Print
თეგები: #სკოლა