ახალი ამბები
ქუთაისში "მოწამეთობა" აღინიშნება
FaceBook
დღეს მოწამეთობა აღინიშნება.
მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.

გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.

დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტომბერს აღინიშნება.
Print