ახალი ამბები
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის
FaceBook
4 სექტემბრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თურქული ავიაკომპანია BORAJET Airlines იწყებს.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით, სტამბული-ბათუმი-სტამბულის მიმართულებით შეასრულებს. ფრენებიEmbraer E190 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია.
წყარო: bpn.ge
Print