ახალი ამბები
რამ გამოიწვია მაღაროელთა დაბნეულობა - ჭიათურაში ახალი შეთანხმება გაფორმდა
FaceBook
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების მატება მოხდება სისტემური/სტრუქტურული ცვლილებების პირობით.

ეს არის მიმდინარე წლის 15 ივლისს შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელმაც დასაქმებულ მაღაროელთა დაბნეულობა გამლოიწვია. მათი განცხადებით, ბრძანებას ხელს აწერენ ე. წ. ,,საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენლები ისე, რომ არსად არ იყო განმარტებული რას ითვალისწინებს ,,სისტემური / სტრუქტურული“ ცვლილებები.


"ამ ფაქტმა გამოიწვია მაღაროელთა დაბნეულობა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და მის წევრ დარგობრივ და პირველად ორგანიზაციას გაუჩინა კითხვები მაღაროელთა შრომითი პირობების მომავალათან დაკავშირებით.  ამიტომ, პროფკავშირმა მიიჩნია რომ გაფიცვის შემდგომი შეთანხმება და ბრძანება N276 შეიცავს მაღაროელთა შრომის პირობების შესაძლო გაუარესების წინაპირობებს, შესაბამისად მიზნად დაისახა სათანადო გარანტიების მიღება კომპანიისგან და მასთან აწარმოა ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც შეთანხმებული იქნა შეთანხმების ტექსტი, რომელსაც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს სპეციალურმა მმართველმა ხელი უკვე მოაწერა", - აცხადებენ  პროფკავშირში.


პროფკავშირების წარმომადგენელი, თამაზ დოლაბერიძე ჩვენთან საუბარშუ აღნიშნავს, რომ შეთანხმება მაღაროელთა შრომის პირობებს არ გააუარესებს.

"მაღაროელთა პირობები ამით არ გაუარესდება, თუ არ გაუმჯობესდა", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

კომპანიის მიერ დაგეგმილი სისტემური / სტრუქტურული ცვლილებების 1-ლი ეტაპი მღვიმევის მაღაროსა და ფაბრიკა 29-ზე, უკვე ამ შეთანხმების ქვეშ განხორციელდა. დასაქმებულებთან შეხვედრებს და დასაქმების დოკუმენტეციაზე მაღაროელთა ხელმოწერის პროცესს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე, რომელიც მაღაროელებს განუმარტავდა შეთანხმების მიხედვით მიღებული გარანტიების მნიშვნელობას.

მიმდინარე წლის მაისში ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში ადგილი ჰქონდა სრულ მასშტაბიან გაფიცვას, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციასა და საინიციატივო ჯგუფს შორის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით შრომის ანაზღაურების 35%-ით მატება გადაწყდა. მათ შორის 25%-ით 2019 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო 10%-ით 2020 წლის პირველი ივლისიდან.


ამავე თემაზე:

ჭიათურის შავი ოქროს საბადოს ღარიბი გენერლები (ფოტო/ვიდეო)
Print