პოლიტიკა
წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook

პოლიციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1993 წელს დაბადებული რ.ყ. სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როცა იგი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა

 

სამართალდამცველებმა  მისი პირადი ჩხრეკისას, 65 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print