ახალი ამბები
როგორი იქნება ავანგარდის დასახლებაში ახალი სკვერი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ  ავანგარდში სკვერის მოსაწყობად  ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში უნდა დამონტაჟდეს ძელსკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, შადრევანი, ველოსიპედის სადგომი. გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას.

სკვერის მოსაზღვრედ აშენებულია ავტოფარეხები, რომლის დასაფარად მოეწყობა კედელი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ შემდგომში მოიხატოს.



სულხან-საბას ("ავანგარდის დასახლება") ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სკვერის მოსაწყობად 524 ათას 165 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 9 ოქტომბერს დაიწყო და  30 ოქტომბერს დასრულდება. ( ტენდერის განცხადების ნომერი NAT190019520 )

Print