ახალი ამბები
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook

ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი  წლებია დახმარებას ითხოვს.


თინა თუთბერიძე ამბობს, რომ წვიმის დროს ორსართულიანი სახლის ქვედა სართული დაიტბორა, რის გამოც საცხოვრებლად გამოუსადეგარია. წყალი მეზობლის გამყოფი ჯებირიდან გამოდის. იმის გამო, სახლი ეზოსთან შედარებით დაბალზე დგას, ზემოდან წამოსული ნალექი ქვედა სართულისკენ მიედინება და ოთახებში მარტივად აღწევს.


,,კედლებიდან მოდის წყალი. ზოგჯერ ისეთი მდგომარეობაა, წყალში ვცურავთ’’, - ამბობს თინა თუთბერიძე.

83 წლის ქალი ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ვაჟიშვილებმა სახლი სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო დატოვეს.



ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კერძო სახლების დახმარება მათ არცერთ პროგრამაში არ ჯდება, პრობლემის მოგვარება მხოლოდ თანადაფინანსებითაა შესაძლებელი.

Print