ახალი ამბები
მთავარია სახურავიდან წვიმა არ ჩამოვა - ქუთაისში 38 საჯარო სკოლიდან რემონტი მხოლოდ ნაწილს ჩაუტარდა
FaceBook
სკოლების რეაბილიტაციისთვის ფინანსები განათლების სამინისტრომ გამოყო და ამ დროისთვის უკვე 1 მლნ 200 000 ლარია ათვისებული.

ქუთაისის საჯარო სკოლების ნაწილს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის რემონტი ჩაუტარდა. კომპიუტერიული ოთახების მოწყობა, საკლასო ოთახების კოსმეტკური სამუშაოები, სახურევების აღდგენა, სპორტული დარბაზების მოწყობა და იატაკების გამოცვლა - ეს იმ ძირითადი ინფრასტრუქტრურული სამუშაობის ჩამონათავლია, რომელიც ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ ნახევარს ჩაუტარდა.
სკოლების რეაბილიტაციისთვის ფინანსები განათლების სამინისტრომ გამოყო და ამ დროისთვის უკვე 1 მლნ 200 000 ლარია  ათვისებული.
ქუთაისის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძვანელის, ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, სარემონტო სამუშაოები იმ საჯარო სკოლის შენობებს ჩაუტარდა, სადაც ყველაზე მეტი საჭიროება იყო. მისივე თქმით, ასევე შემოწმებულია ზამთრისთვის საკვამურებისა და გამათბობლების ტექნიკური მოწყობილობა.
"მთავარია სახურავიდან წვიმა არ ჩამოვა და იატაკი არის ნორმალური. ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენთან ყველა სკოლა მწყობრში იქნება", - ამბობს ვაშაკიძე.
სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება.  

თეკლე მორგოშია
Print