ახალი ამბები
ფოტოკონკურსი „ილო -2019“ იწყება
FaceBook
ქუთაისის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს "ილო 2019".


კონკურსი ყოველწლიურია და მეთორმეტედ ეწყობა.


ფოტოკონკურს "ილოს" მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვანების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს

კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულები - I, II და III ადგილების მფლობელები. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“ და გამარჯვებული რუბრიკაში „ჩემი ქალაქი“.

ფოტოკონკურსის თემა თავისუფალა.
კონკურსის ორგანიზატორები აზუსტებენ , რომ რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“ ფოტოგრაფიის მეშვეობით უნდა აისახოს მათი პირადი დამოკიდებულება ქუთაისთან - მისი ხასიათი, კოლორიტი, ადამიანები თუ არქიტექტურა.

კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი ). კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება (ძირითადი კონკურსი თუ „პუბლიკის სიმპატია“)


გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2019 წლის 12 ნოემბრამდე
შედეგები გამოცხადდება: 2019 წლის 15 ნოემბერს.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია
პირველი პრემია - 700 ლარი
მეორე პრემია - 600 ლარი

მესამე პრემია - 500 ლარი
რუბრიკა „ჩემი ქუთაისი“ - 300 ლარი
რუბრიკა „ჩემი ქალაქი“ – ფასიანი საჩუქარი, რომელიც გადაეცემა 2020 წლის 2 მაისს ქალაქობის დღესასწაულზე, ამასთან სასტუმროს და კვების ხარჯს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.


Print