ახალი ამბები
ქუთაისში სტიქიით დაზარალებული 125 ოჯახიდან მერია ფინანსურად 25-ს დაეხმარება
FaceBook

ქუთაისში, 28 სექტემბრის სტიქიამ, 25 ოჯახი ქონებრივად დააზარალა.


მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, ჯონი არაბიძის  განმარტებით, ქუთაისის მერია სარეზერვო ფონდიდან დაზარალებულ 25 ოჯახს 12 500 ლარით დაეხმარება. 

სტიქიის შედეგად, ქუთაისში სულ 125 ოჯახი დაზარალდა,  თუმცა ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მათი დამხარება მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებსაც განსაკუთრებით დაუზიანდათ ინფრასტრუქტურა და სახლში არსებული ტექნიკა. 


''სტიქიის შემდეგ მოხდა 125 ოჯახის დაზიანების შემოწმება.  მათ გაუფორმდათ დაზიანების აქტი, რომელსაც ხელს სახლის მესაკუთრე, მეზობელი და მერიის წარმომადგენელი აწერდა.
აღწერა ორი მიმართულებით მოხდა, მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალი და ინფრასტრუქტურის დაზიანება, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით 25 ოჯახს დაუზიანდა ინფრასტრუქტურა და ტექნიკა. თითოეულ ოჯახს სარეზერვო ფონდიდან გამოვუყოფთ 500 ლარს. ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ'' -, აცხადებს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.


28 სექტემბერს ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. მათ შორის ახლად რეკონსტრუირებული რუსთაველის გამზირი, სადაც  სანიაღვრე სისტემამ წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა გორას დასახლება, სადაც  ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორათ, დაიხოცა შინაური ფრინველები. დაიბზარა  ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლის კედლები.

 


ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა სამი საავადმყოფო. წყალმა დაფარა სარდაფებისა და კერძო ობიექტების პირველი სართულები.

28 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ქუთაისიდან 300-მდე ზარი შევიდა. პარალელურ რეჟიმში ცხელი ხაზი  მოქმედებდა ქუთაისის მერიაში.

ამავე თემაზე
:

დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)
ძლიერი წვიმის გამო ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა
ქუთაისის მერიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დრომდე არ დაუთვლია
ზარალის დათვლა გრძელდება - ქუთაისში 125-მდე ოჯახი დახმარებას საჭიროებს


Print