ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განმარტება "ჩაჭრილების" დასაქმებაზე
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ფაქტების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს.
"მედიატორის" ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საჯარო სამსახურში ის პირები დაასაქმეს, რომლებმაც კონკურსში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ჩაჭრილები მათი აყვანა სამსახურში მოხდა, როგორც მოწვეული სპეციალისტების. მაგალითისთვის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის თანამშრომელი, სოფო გიორგიძე, რომელმაც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი,"- აცხადებენ "მედიატორში".
მათივე განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მსგავსი არაერთი ფაქტია. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, მუნიციპალიტეტში დასაქმებული კადრების პარტიული ინტერესებით შერჩევა შეიმჩნევა.
"მონიტორინგის ცენტრი -მედიატორი" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან განმარტებას ითხოვს თუ რა ნიშნით შეარჩია და დანიშნა კონკურსში მონაწილე მაღალი შეფასების მქონდე კონკურსანტების ნაცვლად ტესტირებაში ჩაჭრილი პირები.
"კონკურსში მონაწილე უფრო მაღალი შეფასების მქონდე კონკურსანტები მაგალითად, დავით ხიდაშელი დარჩა უმუშევარი და მის ნაცვლად დაასაქმეს კიაზო იობიძე, რომელმაც ბევრად ნაკლები შეფასება მიიღო,"- აცხადებს "მედიატორის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგებელი, მარიამ შარაშენიძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ცენტრი "მედიატორის" კვლევის შედეგები არ შეესაბამება სიმართლეს. მათი განმარტებით, ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაცია არ გაუთხოვია, ეჭვს იწვევს და შესაბამისად, სანდოობას კარგავს.
"საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, კონკურსი ტარდება მხოლოდ მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. სოსო კუჭავა არის ა(ა)ი.პ. "წყალტუბოს კურორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" თანმაშრომელი და არა საჯარო მეხელე. შესაბამისად მაზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება. სოფო გიორგაძე რომელიც ამჟამად არ მუშაობს, იყო ხელშეკრულებით აყვანილი შტატგარეშე მოსამსახურე, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეა ელენე ტუხაშვილი, რომელთა თანამდებობები არ ითვალიწინებს კონკურსის წესით შევსებას. რაც შეეხება კიაზო იობიძეს, მან წარმატებით გაიარა კონკურსის ორივე ეტაპი (ტესტირება და გასაუბრება), რის შედეგადაც საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ წარდგენილი იქნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად," - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

დეა მანაგაძე

Print