ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეკონსტრუქციის დასრულების ზუსტი ვადები უცნობია
FaceBook

ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეკონსტრუქციის დასრულების ზუსტი ვადები ამ დრომდე უცნობია.


რემონტი დემონტაჟს და შენობის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობდა. სარემონტო პერიოდი 135 დღეს შეადგენდა.

რეკონსტრუქცია ორი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც თეატრში განმარტავენ, შენობის სიძველის გამო, იმაზე მეტი სამუშაო გახდა ჩასატარებელი, ვიდრე ეს გათვალისწინებული ჰქონდათ.


რემონტს ფირმა „ტოჩი“ ასრულებს 580 ათასი ლარის სანაცვლოდ.

თოჯინების თეატრში სეზონი ჯერ არ გახსნილა. რემონტის დასრულებას ელოდებიან.

თეატრი ახალ სეზონი სპექტაკლით „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიწყებს.

როგორი  უნდა იყოს რემონტის შემდეგ თოჯინების თეატრი ნახეთ აქ.

Print