ახალი ამბები
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების თანამშრომლები მერიაში გასაუბრებას გადიან
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ატესტაციის მეორე ეტაპი, გასაუბრება მერიის შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სამკაციან კომისიასთან გასაუბრებას გაერთიანების ის თანამშრომლები გადიან, რომლებმაც ატესტაციის პირველი ეტაპი, ტესტირება გადალახეს. ტესტირებაში მონაწილეობა ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის 21-მა თანამშრომელმა მიიღო, რომელთაგან ზღვარი 19-მა გადალახა.
კომისიის თავმჯდომარეა ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე, კომისიის შემადგენლობაშია ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე და უნივერსიტეტიდან მოწვეული სპეციალისტი.
რაც შეეხება ბაგა-ბაღების ფილიალების გამგეებთან გასაუბრებას, მერიაში განმარტავენ რომ მათთან გასაუბრების თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
თანამშრომლების თქმით, გასაუბრება რთული არ არის და კომისიის წევრები ზოგადი შეკითხვებით შემოიფარგლებიან.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გასაუბრენა დღეს დაიწყო და დღესვე დასრულდება.

Print