ახალი ამბები
ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
FaceBook

ქუთაისში ნარკოტიკული საშუალება - ე.წ "სირეცის" კანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

ორივე მათგანი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის  პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ "სირეცი", ხოლო მის საცხოვრებელ სახლში  6 შეკვრად დაფასოებული ე.წ. "სირეცი" და 170 000 ლარი.

იგივე სახეობის 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცველებმა მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას .


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print