ახალი ამბები
სამტრედიაში, გზის სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასს ექვსი თვეა ითხოვენ
FaceBook
თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამტრედიის მონაკვეთზე დასაქმებულ 10-მდე მუშას, კუთვნილი ხელფასი უკვე მეექვსე თვეა არ აუღია.

ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით,  ისინი სამ თვეზე მეტია გაფიცულები არიან და სამუშაოს არ ასრულებენ.

"ახლა გვეუბნებიან ხუთ რიცხვში ჩაგირიცხავთო. ყოველ თვე ასე გვეუბნებიან და გავიდა ასე ნახევარი წელი", - ამბობს ერთ-ერთი მუშა, უტი მესხი.

ავტობანზე  სამუშაოებს  აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს.

ქუთაისიპოსტთან საუბარში კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ხელფასების დროულად გაცემა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა. კომპანიის დირექტორი, სენან ომაროვი, ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გაისტუმრებდა.

ამის შემდეგ, კომპანიის დირექტორმა ქუთაისიპოსტთან საუბარში თავდაპირველად თქვა, რომ არ იცის როდის მოხდება ხელფასების გაცემა, ხოლო მოგვიანებით განმარტა, რომ მუშებს გასამრჯელოს ორ დღეში ჩაურიცხავს.

სენან ომაროვი ამჯერად ამბობს, რომ ხელფასებს აუცილებლად ჩარიცხავს, ოღონდ არ იცის როდის. 


ამავე თემაზე:


სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა

გაფიცვის მე-8 დღე - ავტობანზე დასაქმებულები ხელფასების გაცემას ითხოვენ

ოთხი თვე უხელფასოდ - სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებულ მუშებს ანაზღაურებას ისევ არ აძლევენ

Print