ახალი ამბები
„ეს იყო ტექნიკური შეცდომა“- ქუთაისის საკრებულო TI-ს კვლევაზე
FaceBook

ქუთაისის საკრებულო „საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევას პასუხობს.



საკრებულოში აცახდებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ  მიერ აღმოჩენილ  დარღვევას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ოთხ შპს-ში წილების მართვას ეხებოდა,  ტექნიკური  შეცდომაა.


„ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რადგან ნახსენები  შეზღუდული  პასუხისმგებლობის  საწარმოები, 2018  წლის ქონებრივი  დეკლარაციის  შევსებისას უკვე  მინდობით იყო გადაცემული სხვა  პირზე.  თუმცა დამადასტურებელი  დოკუმენტაცია  არ იყო წარდგენილი.  რაც შეეხება აღნიშნულ ხარვეზს   ის  გასწორებულია როგორც 2018 ასევე   2019  წლის  დეკლარაციებში“, - აცხადებენ საკრებულოში.

„საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველომ“ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში შეისწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისში მერის მოადგილის, იუზა უგულავასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და დაადგინა, რომ ორივე მათგანი კანონდარღვევით მართავს   ბიზნესწილებს სხვადასხვა კომპანიებში.

"მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და  „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით შპს-ს პარტნიორთა წილის მმართველის შესახებ ინფორმაცია უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრიში, რაც ამ კონკრეტულ შემთხევაში არ არის განხორციელებული",- განმარტავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს " ქუთაისის ოფისში.

Print