ახალი ამბები
ტაბიძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო ვადები ამოწურულია - სამუშაოები დაუსრულებელი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 24 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო,  დღემდე გრძელდება.



ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია ვადაგადაცილებს გამო ყოველდღიურად 800 ლარამდე ჯარიმდება.  

ტაბიძის ქუჩაზე გზის დაგების სამუშაობს ივლისის ბოლოდან  შპს "პალადა" ახორციელებს. 

მანამდე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო სერვისი“ 1 007 306 ლარად ასრულებდა. თუმცა მიმდინარე წლის ივნისში, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და 126 000 ლარით დააჯარიმა. მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მიზეზი "ჯეო სერვისის" მიერ მისი კონტრაქტორისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. სამუშაოებზე დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად ობიექტი მიატოვეს.

ამის შემდეგ სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა. ამჯერად ქუჩაზე გზის საფარის მოწყობას შპს „პალადა“ 756 897 ლარად ახორციელებს.

ტაბიძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
Print