ახალი ამბები
MARKS & SPENCER-ის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება
FaceBook
ბრიტანული ბრენდ Marks & Spencer-სთვის ტანსაცმელი ქუთაისში არსებულ სამკერვალო კომპანია "იმერში" შეიკერება.

კომპანიის დირექტორის მოადგილის ზაზა გვენეტაძის თქმით, "იმერმა" წარმატებით გაიარა მსოფლიო ბრენდის აუდიტი და ტანსაცმელის შეკერვას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყებენ. 

"ოფიციალურად მოვიპოვეთ ბრენდის შეკერვის უფლება. ჩვენთან მხოლოდ შეიკერება ტანსაცმელი, გაყიდვით კი Marks & Spencer გაყიდის ჩვეულებრივად, როგორც აქამდე", - ამბობს ზაზა გვენეტაძე. 

Marks & Spencer-სთვის საქართველოში ტანსაცმელს "იმერის" გარდა, კიდევ ორი კომპანია კერავს.

Print