პოლიტიკა
ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა ჭიათურაში
FaceBook
2 ოქტომბერს, ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის დაქვემდებარებაში არსებულ "ცდფ" ქარხანაში ინციდენტი მოხდა. 
მომხდარ შემთხვევას ადგილობრივები ორნაირად ყვებიან. ერთ-ერთი ვერსიით, საწარმოში დასაქმებული მთავარი ენერგეტიკოსი, ზაზა ჩინჩალაძე ჭიათურის პოლიციის მაღალჩინოსნებმა სცემეს.

მეორე ვერსიით კი,  თავად ზაზა ჩინჩალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. საბოლოოდ, სწორედ ეს უკანასკნელი დააკავეს პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის მუხლით.

ქარხნის თანამშრომლების ნაწილის თქმით ინციდენტი დილით მოხდა. თანამშრომლები, რომლებიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ამბობენ  რომ პოლიციელებმა ჩინჩალაძეს სცემეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე პროცესი საჩხერის რაიონულ სასამართლოში შედგა. პოლიციელი, რომლის შეურაცხყოფისთვის ჩინჩალაძემ შეურაცხყოფა მიაყენა, განაცხადა რომ საწარმოში პოლიციის მაღალჩინოსნები ძრავის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ქარხნის ტერიტორიის ეზოს დასათვალიერებლად იყვნენ მისულნი, რა დროსაც მათ ზაზა ჩინჩალაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ კი , დედის მისამართით სამჯერ შეაგინა.

"ხელს გვიშლიდა მუშაობაში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ აგრესიულად იყო ჩვენ მიმართ განწყობილი. შემდეგ კი დედის მისამართით სამჯერ შეგვაგინა. ამის შემდეგ მივიღე გადაწუვეტილება, რომ დაგვეკავებინა ზაზა ჩინჩალაძე",- განაცხადა სასამართლო პროცესზე პოლიციელმა.

სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ გაიხსენს ზაზა ჩინჩალაძემ, თუმცა განმარტა, რომ შესაძლებელია რაღაცაზე აღელვებულიყო და შეურაცხმყოფელი სიტყვები ეთქვა, თუმცა არა პოლიციელების მისამართით. მოსამართლის ივანე ყიფიანის მთავარ კითხვაზე, ადგილი ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას მის მიმართ, უპასუხა რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს და განაცხადა რომ პოლიციელებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

მხარეებს შორის ნახევარსაათიანი სასამართლო პროცესი იმით დასრულდა რომ მოსამართლემ მოწმეების სახით დამატებით ორი ადამიანის ვლადიმერ პაპიძე და ლევან ჯაფარიშე გამომითხვა მოითხოვა. თუმცა მოსამართლეებს არ მოუთხოვია იმ ადამიანების დაკითხვა, რომლებიც ამბობენ, რომ ზაზა ჩინჩალაძე თავად პოლიციელებმა სცემეს.

სასამართლო დარბაზიდა გაათავისუფლა ზაზა ჩინჩალაძე და მომდევნო სასამართლო პროცესი სამ ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა.

დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვს შეფარდებული, რომლის დამტკიცების შემთხვევაში გამოიწვევს 1 000 ლარამდე დაჯარიმებას ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე.
Print