ახალი ამბები
დაკავებული მაღაროელი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
FaceBook
დაკავებული მაღაროლი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დაკავებული მაღაროელი ზაზა ჩინჩალაძე, საჩხერის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან, მოსამართლე ივანე ყიფიანმა გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლოზე კიდევ ორი პირი უნდა იყოს მოწმის სახით წარმოდგენილი, რომლებიც მომხდარის დეტალებზე ისაუბრებენ.

ზაზა ჩინჩალაძე ჯორჯიან მანგანეზის ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა. საწარმოში ძრავი დაიკარგა, რის გამოც ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობდა.

"მე საქმე მეხებოდა, რადგან ენერგეტიკოსი ვარ. რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და ალბათ შევიგინე, მაგრამ არა პოლიციელების მისამართით. თუმცა,  ამას მოჰყვა შელაპარაკება, რის გამოც დამაკავეს. არავის ვუცემივარ", - ამბობს დაკავებული ზაზა ჩინჩალაძე.

მომდევნო სასამართლო პროცესი ხვალ, სამ ოქტომბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.


Print