ახალი ამბები
საჩხერის რაიონულ სასამართლოში დაკავებული მაღაროელის პროცესი მიმდინარეობს
FaceBook

ჭიათურის მაღაროს დაკავებული თანამშრომლის პროცესი ამ წუთებში საჩხერის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.


 

შენობასთან დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები  არიან შეკრებილები. მათი ნაწილი პროცესს ესწრება.

მაღაროელის ახლობლები აცხადებენ, რომ  მათთვის დეტალები უცნობია და იმედოვნებენ, რომ პროცესზე გაირკვევა რა მოხდა ჭიათურაში.

ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი 2 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა  სამართალდამცველებს, რომლებიც კომპანიის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ.

„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს", - განუცხადეს შსს-ში ქუთაისიპოსტს.

 

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავის  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

Print