ახალი ამბები
ქუთაისის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
FaceBook

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების  დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მომხდარი გუშინ, ციხეში პატიმრის მიერ თვითმკვლელობას უკავშირდება. საუბარია, გიორგი წურწუმიაზე, რომელმაც საკუთარი ძმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.

 

 

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”- განაცხადა წულუკიანმა.

Print