ახალი ამბები
ჭიათურაში პოლიციის მაღალჩინოსნებს მაღაროელის ცემაში ადანაშაულებენ
FaceBook
ჭიათურის პოლიციის უფროსს ფილიმონ აბრამიშვილსა და მის ორ მოადგილეს მაღაროში დასაქმებული მუშის ცემაში ადანაშაულებენ.

ქუთაისიპოსტს ჭიათურიდან აცნობეს, რომ ნაცემი მუშა ზაზა ჩინჩალაძე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. 

ინციდენტი ჯორჯიან მანგანეზის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შეხლა-შემოხლა საწარმოდან საწარმოო დეტალის დაკარგვას უკავშირდება. 

მოხდარის შესახებ დეტალებს ქუთაისიპოსტი ადგილიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

Print