ახალი ამბები
თემურ მურღულიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია დატოვა
FaceBook

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ მურღულიამ პოსტი დატოვა.


უკვე გადაწყვეტილია, რომ რექტორის თანამდებობას ალეკო თევზაძე დაიკავებს.



თემურ მურღულია უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ მის გეგმებზე საუბრობს.  ამბობს, რომ მეტ ყურადღებას დაუთმობს ოჯახს და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გადაჭრის. მათ შორის აპირებს იმუშაოს, მისი თქმით,  საჯარო  მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგსა და დისკრედიტაციაზე.


„ვაპირებ ყურადღება დავუთმო ჩემთვის ძალიან მნიშნელოვან პრობლემას - სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას. სწორედ 2012-ის შემდეგ იმ ძალებმა, რომლებიც არასოდეს დაინტერესებულან საზოგადოების აზრით, დაიწყეს ახალი სახელმწიფო მოხელეების დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია. რადგან თავად სახელმწიფო მოხელეებს გარკვეული შეზღუდვები არ აძლევს საშუალებას სათანადო პასუხი გასცენ ყველა ინსინუაციას, აუცილებელია ამის ალტერნატიული ფორმის მოძიება“,-ამბობს თემურ მურღულია.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2017 წელს დაინიშნა.

Print