ახალი ამბები
ქუთაისში ნარკომანიით დაავადებულ პირთა ახალი სამკურნალო ცენტრი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალი განყოფილება გაიხსნა.

ახალგახსნილი N16 განყოფილება 800 პაციენტზეა გათვლილი. ცენტრის მუშაობის პრინციპია: პაციენტი მოდის, მის დღიურ დოზას, ულუფას იღებს და მიდის. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთს შეადგენს.




მკურნალობის პროცესში ჩართულია
ექიმი-ნარკოლოგი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ერთ სივრცეში.



"იფუნქციონირებს ჩანაცვლებითი თერაპიის რამდენიმე მიმართულება, რომელსაც ახორციელებს შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. მათ შორის: შიდსის, ჰეპატიტის, "ქუჩის ნარკოტიკების" შემცირება და პრევეცნია. ჩანაცვლება მედიკამენტოზური მკურნალობით. საუბარია მეთადონის პრინციპზე", - ამბობს პრევენციის ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, ომარ ფურცელაძე. 


ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ძველი ცენტრი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა, რომლის შენობაც ამორტიზებული იყო. ძველი შენობა სახელმწიფოს დაუბრუნდება.

ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრის, დიმიტრი მხეიძის თქმით, რომელიც ამავე უბნის მაჟორიტარი დეპუტატია,
ძველი განყოფილება ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფდა სხვა დამატებით სერვისების განვითარებას, რისგ გამოც მისი ინიციატივით აღნიშნული ცენტრი გაიხსნა. 



განყოფილება 08:30-დან 15:30 საათამდე იმუშავებს.

Print