ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისის მერიის შენობის გასხვისებაზე ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები  ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის შესახებ ადგილობრივ მთავრობას  ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს.

"ჩვენი, ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების, მოთხოვნაა მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გაყიდვა. რა ფასით და რა საინვესტიციო პირობით იქნება წარმოდგენილია უქციონზე ის", - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გია თევდორაძე. მისივე თქმით, ქუთაისის მერიის შენობის ყიდვით დაინტერესებული პირი ბიძინა ივანიშვილთან დაახლებული პირია.

ქუთაისის მერიაში თვითმმართველობის შენობის გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
Print