ახალი ამბები
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართება
FaceBook

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ქუთაისში ჩატარდება.

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სპეციალური კომისიები  დაინტერესებულ პირებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააცნობენ.


როგორც ცნობილია,  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კომისია და ცვლილებების ორი ვარიანტი შეიქმნა.


უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან ერთად, საჯარო განხილვებზე წარმოდგენილია ოპოზიციის პროექტიც.


მმართველი გუნდი და უმცირესობა თანხმდება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს, თუმცა, ოპოზიცია  არ ეთანხმება უმრავლესობის შეთავაზებას ნულოვანი ბარიერის შესახებ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერითა და ბლოკების დაშვებით უნდა ჩატარდეს.


ქუთაისი მეცხრე ქალაქია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო  განხილვა ეწყობა. ცვლილებათა პროექტს კანონმდებლები 28 სექტემბერს ამბროლაურში წარადგენენ. პროცესი 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება.

Print