ახალი ამბები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
დაკავებული ჭიათურის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტია. სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
Print