ახალი ამბები
კომპანია "საქნახშირის" დირექტორი გაფიცულ მეშახტეებს ხვდება
FaceBook
კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი შახტში გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება.
შეხვედრა ნახევარ საათზე მეტია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ შახტში ის თანამშრომლებიც ჩავიდნენ, რომლებიც კომპანიისგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მერიის წინ ითხოვდნენ.

შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.


დღეს, დილიდან ტყიბულში 50-მდე მუშა შიმშილობს. მათგან 30 დილიდან შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად აღარ ამოდიან. მეშახტეების თქმით, შახტში ჩასულ მუშებს, დანარჩენებიც შეურთდებიან. მეშახტეები სექტემბრის თვის ხელფასს ითხოვენ. მათთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი ისევე, როგორც ბევრჯერ, ამჯერადაც მოატყუა.

"მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული უმუშევარი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი.

ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.


ამავე თემაზე:

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები კომპანიის დირექტორს ელოდებიან

გაფიცულმა მეშატხეებმა, შესაძლოა, შიმშილობა დაიწყონ

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს



Print