ახალი ამბები
ქუთაისი ჩიხში შეჰყავთ - მერიას პარკირების აუქციონის მეოთხედ გამოცხადებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ოღონდ უკეთესი პირობებით ისე, რომ ყველას შეეძლოს მონაწილეობის მიღება.


ქუთაისის მერიას მოუწოდებენ პარკირებაზე აუქციონი მეოთხედ გამოაცხადონ და არ შექმნან ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული შპს ორგანიზაცია, რომელიც პარკირებაზე იქნება პასუხისმგებელი. აღნიშნული მოწოდებით პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია გამოდის.
"მერიამ უნდა ჩაატაროს მეოთხედ აუქციონი, ოღონდ უკეთესი პირობებით ისე, რომ ყველას შეეძლოს მონაწილეობის მიღება. შპს ორგანიზაციის შექმნა ეს არის მათი აქტივისტების დასაქმება", - განაცხადა გოგი წულიამ. მისი თქმით, მერიამ თავი უნდა დაანებოს პარკირების საქმის კონტროლს.
"თავისუფალი საქართველოს" ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თუკი ქუთაისის მერი ამ საკითხს ვერ მოაგვარებს, მაშინ უნდა გადაგდეს. მათივე თქმით, გაურკვეველია მერიის მიერ პარკირების ახლი წესის მიხედვით, სად უნდა წაიყვანონ მანქანები სხვა ქალაქებიდან ჩამოსულებმა და ასევე, რა თანხის გადახდა მოუწევთ მათ.
"ეს მთავრობა აზრზე არ არის რას აკეთებს. ქუთაისი კი ჩიხში შეჰყვათ და მას უფრო დაალუსკუმებენ", - აღნიშნა წულაიამ.
მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ პარკირებაზე აუქციონი სამჯერ გამოაცხადა და სამჯერვე ჩაუვარდა.  მერია ქალაქში არსებულ პარკირების ადგილებს მის მიერვე დაფუძნებულ შპს-ს გადასცემს.
თეკლე მორგოშია

Print