პოლიტიკა
"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)
FaceBook
"სოლიდარობა მეშახტეებს","სოლიდარობა მუშებს"- ამ შეძახილებით ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ქალაქის ცენტრიდან დაიძრნენ.

აქციის მონაწილეები ორგანიზებული მსვლელობით ტყიბულის გასასვლელთან არსებულ მეშახტეთა მემორიალთან მივლენ. გაფიცულები ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"გამოდით და დაგვიდექით გვერდით. არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში. ტაქსის მძღოლებო,  შემოგვიერთდით"- აცხადებენ გაფიცულები.



ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.
Print