ახალი ამბები
“სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ხელფასების გასაცემად“ - პროფკავშირები მეშახტეების გაფიცვაზე
FaceBook

ტყიბულში 30 მეშახტის გაფიცვას „მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთადა ქიმიკოსთა პროფკავშირები“ ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოხდეს თანხების მობილიზება, რათა გაფიცულებმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღონ.

 


შახტში დასაქმებულები როგორც წესი ხელფასს ყოველი თვის 15 სექტემბერს იღებენ, თუმცა, სამუშაოების მწარმოებელ კომპანია "საქნახშირს"  მიმდინარე თვეში  მათთვის ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხდია.  ადგილზე დასაქმებულებმაამ დრომდე არც ის იციან, როდის აღდგება შახტში ნახშირის მოპოვების პროცესი. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე მეშახტეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

 

მინდელისადა ძიძიგურის სახელობის შახტში 30 მეშახტე დღეს დილიდან გაიფიცა. ისინი შახტებში ჩავიდნენ და იქედან ამოსვლას არ აპირებენ.  მეშახტეები კომპანიისგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს არ დატოვებენ.

პროფკავშირების განცხადებით,  კომპანიამ  მეშახტეები სასწავლო დაწყების წინ უხელფასოდ დატოვა, ისინი ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ვერ ფარავენ საბანკო ვალდებულებებს.

"მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები,  იზრდება იმის შანსი, რომ შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიისმიწოდება. მოვუწოდებთ საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" და ,,სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონტყიბულელთასოციალური მდგომარეობა. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას,  სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთაშრომის ანაზღაურების გასაცემად“, - ნათქვამია „მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთადა ქიმიკოსთა პროფკავშირების“ განცხადებაში.

პროფკავშირები ასევე, ითხოვენ,  მთავრობამ და სამუშაოების  მწარმოებელმა კომპანიამ მეშახტეებსგააცნოს გეგმა, როდის აღდგება ნახშირმოპოვებისპროცესი შახტში.


Print