ახალი ამბები
ტყიბულში, მეშახტეები პროტესტის ნიშნად შახტში ჩავიდნენ და აღარ ამოდიან
FaceBook

ტყიბულის შახტის თანამშრომლები, რომლებსაც  სექტემბრის  თვის ხელფასი არ  ჩაერიცხათ, აქციას მართავენ.


15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება ხელფასების გაცემა და მეშახტეებისსრული ინფორმირება ნახშირმოპოვებისპროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.


მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა მათი თქმით, კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს, როდესაც ფული ყველაზე მეტად სჭირდებოდათ,  თანხის გარეშე დატოვა. უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.


შახტაში საწარმო პროცესი  2018 წლის ივლისის მომხდარი აფეთქებისას მეშახტეებისდაღუპვის შემდეგ შეჩერდა.  კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.

"საქნახშირში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას შახტის გახსნასთან დაკავშირებით დასკვნის დადების შემდეგ მიიღებენ, რომელზეც ცალმხრივი კომისიისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, გერმანელი ექსპერტები მუშაობდნენ.


 

Print