ახალი ამბები
60 წელი კანალიზაციის გარეშე - მოუგვარებელი პრობლემა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ნეკრასოვის ქუჩაზე მოსახლეობას კანალიზიციის პრობლემა 50  წელზე მეტია აქვთ.
ადგილობრივების თქმით, კანალიზაციის არარსებობის გამო  სახლებში მუდმივად უწევთ საპირფარეშოებისთვის სხვადასხვა ადგილებში ორმოების გათხრა და შემდეგ გაწმენდა.    

"მეზობლის საპირფარეშოს სუნი მე მაწუხებს, იმასაც აწუხებს ჩემი. ყურადღებას არავინ გვაქცევს, გვპირდებიან გაგიკეთებთო, მაგრამ გაკეთებული ჯერ არაფერია. უბრალოდ, სირცხვილია 21-ე საუკუნეში კანალიზაციაზე რომ გვიწევს საუბარი", -  ამბობს ნეკრასოვის ქუჩის მკვიდრი ნანული გოჩელაშვილი.



ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კანალიზაციის პრობლემის მოგვარება მომავალი წლიდან დაიწყება.


Print