ახალი ამბები
ქუთაისელმა მოფარიკავემ ბულგარეთში გამართულ შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა
FaceBook
ქუთაისელმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში მიმდებარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.



ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, T16-ში თურქ მუჰამედ ანასიზის 15:3 სძლია, T8-ში არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი ენვერ ილდირიმი 15:11 დაამარცხა.

ფინალში ბაზაძემ ბრიტანელ ჯეიმს ჰონიბონის 15:8 სძლია.

Print