ახალი ამბები
ქუთაისში მსვლელობა - "მარში კლიმატისთვის" გაიმართა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისთვის" მოეწყო.

აღნიშნული ღონისძიებით ქუთაისი შეუერთდა მსოფლიო კამპანიას "GLOBAL STRIKE".



ორგანიზატორები "GLOBAL STRIKE" - ით მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"დღეს აქ იმიტომ ვდგავარ რომ კლიმატურ ცვლილებებს შევეწინააღმდეგო, რადგან ეს ცვლილებები ჩვენთვისვე არის საზიანო", - ამბობს აქციის მონაწილე წყალტუბოს სკოლიდან, მანანა ჩოგოვაძე. 



ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებს, რომელიც გლობალური მოძრაობის 350.ORG წარმომადგენელია საქართველოში.

"კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის აუცილებელია კონკრეტული ქმედებებია საჭირო. გაერომ კლიმატური კატასტროფის წლად გამოაცხადა წლევანდელი წელი და ჩვენ გვმართებს მეტი აქტიურობა ინდივიდუალურ და კოლექტიურ დონეზე", - ამბობს 350.ORG  წარმომადგენელი, ნუგზარ კოხრეიძე.

აქცია-მსველობაში მოსწავლეები იმერეთის სხვადასხვა სკოლებიდან მონაწილეობდნენ. 



ქუთაისის მუნიციპალიტეტმა "350.ORG"-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნულის საფუძველზე,, ქუთაისი 2050 წლისთვის სრულად უნდა გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.

ქუთაისი პირველი ქალაქია კავკასიაში, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
Print