ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე წარადგინა
FaceBook

დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.

 

ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პერიოდიდან ოთხი წელი - რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე.

ხახალეიშვილის პირველ მოადგილედ წარდგენის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი - მოადგილის თანამდებობა  ლევან კიკნაველიძემ დაიკავა. 

ლევან კიკნაველიძე დღემდე „ჭიათურ-მანგანუმჯორჯია”-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში ის მუშაობდა: საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.

Print