ახალი ამბები
ქუთაისის მერია სამკერდე ნიშნების კონკურსს აცხადებს
FaceBook
სამკერდე ნიშნით ის პედაგოგები დაჯილდოვდებიან, რომელთაც ქალაქი ღვაწლმოსილად და წარმატებულად მიიჩნევს.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება  სამკერდე ნიშნების ესკიზის კონკურსს აცხადებს. აღნიშნული სამკერდე ნიშნით ის პედაგოგები დაჯილდოვდებიან, რომელსაც ქალაქი ღვაწლმოსილად და წარმატებულად მიიჩნევს. დაჯილდოების ცერემონიალი მასწავლებლის დღეს გაიმართება. პედაგოგები ამ ჯილდოს განათლების სფეროს განვითარებისთვის მიიღებენ.
საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია. იგი 7 ადამიანისგან შედგება და მის წევრებს კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაია მურუსიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენლები მაყვალა ქობულაძე და მანანა გვენეტაძე წარმოადგენენ. კომისიის წევრებია ასევე იქნებიან საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი, მხატვრები ქრისტინე იმედაძე, თეა სულაბერიძე და მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.

Print