პოლიტიკა
რას იხილავთ მესხიშვილის თეატრში ახალ სეზონზე
FaceBook

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 135-ე სეზონზე, ოთხ პრემიერას წარმოადგენს.

 


თეატრი სეზონს, ტრადიციულად, 27 სექტემბერს გახსნის, ჯონ პატრიკის სპექტაკლით „ძვირფასი პამელა“.  ორმოქმედებიანი სპექტაკლის დადგმას რეჟისორი კოტე აბაშიძე განახორციელებს. დასაწყისი 19:00 საათზე. ბილეთის ფასი 5-დან 10 ლარამდე. (ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში).

 

ახალ სეზონზე, თეატრში,  მეორე პრემიერა ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. ახალგაზრდა რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე  სპექტაკლს „ქარი ქრის ვერხვებში“ დადგამს, სადაც მთავარ როლებში მსახიობები - დავით როინიშვილი, სულხან გოგოლაშვილი და ზვიად სვანაძე იქნებიან.

ნოემბერში, მესხიშვილის სცენაზე წარმოდგენილი იქნება მესამე პრემიერა, სპექტაკლი „დაფდაფებიღამით”, ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი). ბრეხტის ეს პიესა საქართველოში პირველად იდგმება.

დეკემბრის თვე მიუზიკლს დაეთმობა. სპექტაკლს  „ბრემენელიმუსიკოსები“ რეჟისორი კახა გოგოლაშვილი  განახორციელებს.


Print