ახალი ამბები
ხარაგაულში, კრაზანას კბენისგან მამაკაცი გარდაიცვალა
FaceBook

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში კრაზანას ნაკბენით 68 წლის ბადრი გელაშვილი გარდაიცვალა.


"კრაზანების ბუდე სახლშია გაკეთებული.  იქვე იყო, როდესაც არტერიაზე უკბინა და მალევე გარდაიცვალა. გული აწუხებდა და ხშირად ავადმყოფობდა" - ამბობენ ადგილობრივები.

შემთხვევა გუშინ შუადღეზე მოხდა.

კრაზანას კბენისგან გარდაცვალების შემთხვევა ორი თვის წინ ზესტაფონშიც დაფიქსირდა.  კრაზანამ მაშინ ორი ადამიანს სოკოს კრეფის დროს უკბინა. 

კრაზანას კბენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოსახლეობას ურჩევს, ექიმთან მისვლამდე დაკბენილი ადგილი დაიბანონ საპნითა და წყლით. ფრთხილად მოიცილონ ნესტარი კანის ზედაპირიდან. დაიდონ ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად.
არ გააღიზიანონ ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.

ამავე თემაზე: 

ავადებათა კონტროლის რეკომენტაცია კრაზანას კბენის შემთხვევაში
Print