ახალი ამბები
აყრილი ფილები რუსთაველის ხიდთან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, ტროტუარზე ფილების ნაწილი აყრილია.

"პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როდესაც ქალაქში ასეთ მდგომარეობას ვხედავ. ძალიან არაესთეტიკურია გამუდმებით აყრილ საფარს უყურო. ამის ასე დატოვება, მაშინ როდესაც ქალაქში ამდენი ტურისტია, არაფრით არ შეიძლება", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნინო გედენიძე.




ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტროტუარზე ფილების მოწესრიგება ტაბიძის ქუჩაზე გზის საფარის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ  განხორციელდება. 

ტაბიძის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.


Print