პოლიტიკა
ამერიკის საელჩო - გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე და იმ თემებზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა
FaceBook
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს დაუჭერს ბლოგერებს, რომლებიც საქართველოზე წერენ - აღნიშნულ ინფორმაციას  საქართველოში ამერიკის საელჩო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. 


"მსოფლიოში უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს აღმოჩენის სიამოვნება. იმისათვის, რომ ამ საოცარი ქვეყნის შესახებ მათ გავაგებინოთ ამერიკის საელჩოში გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, მოდასა და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა.

@foodieflashpacker ერთ-ერთი მათგანია და მალე მის შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ.

თქვენ რომელ ამერიკელ ბლოგერებს მოიწვევდით საქართველოში და რას ურჩევდით მათ?", - ნათქვამია საელჩოს ფეისბუქ პოსტში.


#spend4seasonsingeorgia
Print