ახალი ამბები
კარლოს გარეშე კაცი არ ინიშნება - სამტრედიელი "ნაციონალი" კალაძის მამაზე
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში კადრების დანიშვნის საკითხს პრემიერ მინისტრის, კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე აგვარებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი, " ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ემზარ შუბლაძე საუბრობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ კალაძის ნათესავები ადგილობრივ თვითმმართველობაში არ არიან დასაქმებული.
"კალაძის ნათესავები რომ გითხრათ არ არიან დასაქმებულები. მაგრამ მამისი ნიშნავს კადრებს. კარლოს გარეშე კაცი არ ინიშნება სამტრედიაში. ოფიციალურად არსად არ ფიგურირებს. ერთადერთი, საფეხბურთო გუნდის მეპატრონეა, მაგრამ იქაც არ დადის. სტადიონთან ახლოს საცურაო აუზი გვაქვს, სადაც მოიწყო კაბინეტი და იქ მიდის ხოლმე გამგებელი. დონ კარლიოტოს ეძახიან", - განმარტავს შუბლაძე.  აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს სამტრედიის გამგაბელი ვალერი ფოცხვერია.
"რას არ მოიგონებს ეს ხალხი. აუზზე სავარჯიშოდ დავდივარ როცა დრო მაქვს. კონსულტაციებს არავისთან არ გავდივარ. კარლოსთან ვმეგობრობ მხოლოდ. კადრები კონკურსის შედეგად მივიღეთ, რა უნდა გიპასუხოთ ამ სისულელეზე", - ირწმუნება ფოცხვერია. 

თეკლე მორგოშია



Print