ახალი ამბები
ზესტაფონში, დედა-შვილების გარდაცვალების გამო, იმერეთის გუბერნატორი "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებს ხვდება
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამაბერიძე მუნიციპალიტეტების მერებს და სოკარჯორჯია გაზის წარმომადგნლებს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში იწყება, სადაც საუბარი იქნება ზესტაფონში 16 სექტემბერს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.  

სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატის იქნება, რის გამოც ის მედიისთვის დახურულია.წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იქნება. დეტალები  შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 


16 სექტმებრს, დედა და ორი მცირეწლოვანის გარდაცვალება ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია. დედა 24 წლის იყო, ხოლო შვიდელბი ორი და ოთხი წლის.

როგორც imedinews-ს „სოკარ ჯორჯიაში“ განუცხადეს, ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში თვეში შემოწმდა და ცხრა არასწორად დამონტაჟების შემთხვევა გამოვლინდა. ის ბინა კი, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ გადამოწმდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მომხდართან დაკავშირებით  "სოკარ ჯორჯია გაზს" შეკითხვებით ქუთაისიპოსტმაც მიმართა. მათგან პასუხების მიღებისთანავე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

Print