პოლიტიკა
"ვიტანჯებით ყოველდღე" - 12 სართულიან კორპუსებში ლიფტი არ მუშაობს
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის #112-ში, მეორე და მესამე კორპუსებში ერთი კვირაა ლიფტი არ მუშაობს.
ადგილობრივების თქმით, ლიფტს პრობლემები ყოველთვის ჰქონდა.

"ერთი საათი იმუშავებს,  მერე გაფუჭდება, ხან რომელ სართულზე ჩერდება, ხან რომელზე. ორი წელია აქ ვარ და გადაბმულად ორი დღე არ უმუშავია. ვის არ მივმართეთ,  მაგრამ შედეგი არ აქვს.  ზოგი მოხუცია,ზოგს გული აწუხებს, ფეხით დავდივართ სხვა გზაა არაა, ასე ვიტანჯებით ყოველდღე," - აცხადებენ აღმაშენებლის #112-ში მცხოვრებლები. 

აღმაშენებლის #112-ში საცხოვრებელი კორპუსები კომპანია  "დიზაინ კომპლექსმა" ააშენა. ბინების უმეტესობა სახელმწიფომ შეიძინა და ისინი 2017 წლის აგვისტოში დევნილებს გადასცა.  

,,გამოვყოფთ ორ ჯგუფს, ერთი იმუშავებს ერთ კორპუსში, მეორე მეორეში. ოთხშაბათს სპეციალისტებს ჩამოვიყვანთ და დავადგენთ, რისგანაა გამოწვეული პრობლემა" - აცხადებს  კომპანიის წარმომადგენელი, ალეკო ჟვანია.  

Print