ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი სეზონს, ტრადიციულად, 27 სექტემბერს გახსნის.
ახალ 136-ე სეზონს თეატრი პრემიერით დაიწყებს.

წარმოდგენილი იქნება ორმოქმედებიანი სპექტაკლი, ჯონ პატრიკის “ძვირფასი პამელა” .

სპექტაკლის რეჟისორი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძეა. 

სპექტაკლის მთავარი გმირი პამელა, მარტოხელა ქალია. მისი სიცოცხლე 50 000 დოლარადაა დაზღვეული. თაღლითების ჯგუფი, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, ცდილობს, რომ პამელას უბედური შემთხვევა მოუწყოს, შემდეგ კი დაზღვევის ფული ერთმანეთში გაინაწილოს. თუმცა, პამელა იმდენად კეთილია, რომ მათ სიბოროტის ჩადენას გადა
აფიქრებინებს.

სპექტაკლის დასაწყისი 19:00 საათზე. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში, ფასი 5-დან 10 ლარამდე.

Print