ახალი ამბები
ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
FaceBook

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დაიწყო.

ლიცეუმმა სწავლის პროცესის დაწყებასთან ერთად 9 წლის იუბილეც აღნიშნა.

 

ზეიმო ღონისძიება მოწეყო ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე, სადაც საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა, შემდეგ კი კადეტებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე  სამკერდე ნიშნებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების 17, საუკეთესო ფიზიკური მომზადების 30 და საუკეთესო მსროლელი 79 კადეტი.

ღონისძიებას ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის  წარმომადგენლებთან ერთად,   თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი ესწრებოდნენ.

წელს ლიცეუმში 124 კადეტი ჩაირიცხა,  მათგან  25 გოგონაა.

Print