ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა სასწავლო დაწესებულებებში, 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო.
სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

ქუთაისში სულ 38 სკოლაა, აქედან
19 სკოლას სარეკონსრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. მთავრობის განკარგულებით, სამუშაოებისთვის ორი მილიონი ლარი  გამოიყო.

საქართველოს მასშტაბით,  19 სკოლაში  კი სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება.

იმერეთის მასშტაბით სწავლის დაწყება გადაიდო ტყიბულის ორ სკოლაში. სოფელ მუხურის #2 საგანმანთლებლო დაწესებულებაში სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება, ხოლო,  სოფელ ძმუისის  სკოლაში პროცესი 30 სექტემბერს განახლდება.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, შეფერხების მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.


რომელ სკოლებში გადაიდო სწავლა, ნახეთ აქ.



საჯარო სკოლებში მისულ პირველკლასებეს კომპიუტერები და "დედა ენა" გადაეცათ. ისინი არ დაურიგებიათ სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში, ერთადერთი მიზეზის გამო - ის
იმერეთის 30 სკოლასშორისაა, რომელიც პირველკლასელის გარეშე დარჩა.

საქართველოს მასშტაბით  ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელის გარეშე სულ 108 საჯარო სკოლა დარჩა.

სკოლების სია იმერეთის მუნიციპალიტეტებში, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა:


სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლა
სსიპ – აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთის საჯარო სკოლა
სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლა

სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა

სსიპ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის საჯარო სკოლა
სსიპ – ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა

სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის №6 საჯარო სკოლა
სსიპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა
სსიპ – როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა
სსიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლა

სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლა

სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლა
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა
სსიპ – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლა
სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლა

Print